geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ სარგის კაკაბაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და თსუ-ს მუზეუმი 2027 წლის 12-13 აპრილს  გამართავენ პროფესორ სარგის კაკაბაძისადმი  მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

 

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2027 წლის 10 მარტამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: humscience@tsu.ge

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული

 

სამეცნიერო კონფერენციის  ფარგლებში გაიმართება პროფესორ სარგის კაკაბაძისადმი მიძღვნილი გამოფენა. 

 


საკონტაქტო პირები:  

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204. 

ekaterine.navrozashvili@tsu.ge

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ასისტენტი პროფესორი ნათია ფიფია.

ntpipia@yahoo.com

 

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

5. აკადემიური პოზიცია ქართულად და ინგლისურად;

 

6. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

7. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად; 

8. ფორმატი — A4 

9. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen) 

10. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

11. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

12. თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.

13. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

· საკვანძო სიტყვები;

· თეზისების ძირითადი ტექსტი. 

 

 

 

 

სარგის კაკაბაძე

 

სარგის კაკაბაძე სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი.

1911-1919 წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; 1918-1932წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1921-1926წწ. საქართველოს ისტორიის არქივის გამგე; 1945-1961წწ. იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე; 1924-1934წწ. ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1911-1919წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსანი" ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის "თამარიანი" (1937), შავთელის "აბდულმესიანი" (1913, 1937) და "ამირანდარეჯანიანი" (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო "საისტორიო მოამბის" (1924-1925, 4 წიგნი), "საისტორიო კრებულის" (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი. სარგის კაკაბაძე იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005617/

თარიღი: 13/08/2026